განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში შექმნილი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე

დასავლური მედია ივლისის თვეში აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსეთი იყენებს ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურს, როგორც სამხედრო ბაზას შეტევის განსახორციელებლად, რაც უკიდურესად ზრდის ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.

Read more ...

მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღი შეიქმნა, რუსეთი პირველი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც გამოიყენა ბირთვული მუქარა სამხედრო დაპირისპირებაში. შედეგად, მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბირთვული ომის რისკი.

Read more ...

უკრაინას ტერიტორიაზე ოპერირებს ოთხი ბირთვული ელექტროსადგური, სულ 15 რეაქტორით. ამჟამად უკრაინაში არსებული ბირთვული რეაქტორებიდან რვა დაკავშირებულია ქსელთან, მათ შორის ორი ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორი, სამი რივნეს ბირთვული რეაქტორი, ორი სამხრეთ უკრაინის ბირთვული რეაქტორი და ერთი ხმელნიცკის ბირთვული რეაქტორი.

Read more ...

2021 წლის 17 ივნისს შედგა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი ჟენევაში, სადაც ორივე პრეზიდენტმა დაადასტურეს, რომ იზიარებენ პრინციპს "ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა გაჩაღდეს“. ეს პრინციპი მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და ბირვთული კონფლიქტის თავიდან აცილებას და მასზე 1985 წელს შეთანხმდნენ საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი და აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.

Read more ...

2022 წლის 19 მარტი-5 აპრილის პერიოდში განვითარებული მოვლენები

უკრაინა 15 ბირთვულ რეაქტორს მართავს, რაც მისი ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით ნახევარს შეადგენს. რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველყოფის მიმართ გაზრდილი საფრთხე არსებობს.

Read more ...

შავი ზღვის ქალთა ქსელი ბირთვული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს პროფესიულ გაერთიანებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბირთვულ სექტორში გენდერულ თანასწორობას და ქალთა ჩართულობის გაზრდას, თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს შექმნას. ქსელის მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს, დაეხმაროს და გააძლიეროს ქალები, რომლებიც მუშაობენ ბირთვული ენერგიისა და რადიაციის სფეროში, ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებზე.

Read more ...

უკრაინის ომის დაწყებისთანავე საერთაშორისო მედიაში საუბარი დაიწყო რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილი რისკის შესახებ. ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომელთაგან რამდენიმე წინ უსწრებდა საომარი მოქმედებების დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე.

Read more ...

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს მეორე მსოლფიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული გლობალური უსაფრთხოების სისტემისათვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებასა და ბირთვულ გაუვრცელებლობას. აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და სხვა მსოფლიოს ლიდერების შეფასებით, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და უსამართლო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ.

Read more ...

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.