Ukraine war17

2023 წლის 27 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება გლობალური ბირთვული კატასტროფის წინაშე აყენებს მსოფლიოს და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის გამო ბირთვული ომის შესაძლებლობას.

დიმიტრი მედვედევის აპოკალიფსური რიტორიკა დასავლეთში განიხილება, როგორც აშშ-ის ხელმძღვანელობით ნატოს სამხედრო ალიანსისა და კიევის დასავლელი მოკავშირეების შეკავების მცდელობა.

მედვედევი, რუსეთის ლიდერების სახელით, ომის დაწყებიდან უკვე მრავალჯერ გამეორებულ მუქარას აჟღერებს, რომ თუ რუსეთის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე დადგა, პასუხი უკრაინის ფრონტით არ შემოიფარგლება, ის გადაიქცევა კაცობრიობის ცივილიზაციისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ: „ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე" - აცხადებს მედვედევი.

მართლაც, რუსეთის ოფიციალური დოკუმენტებით (2020, “Basic Principles of State Policy of the Russian Federation on Nuclear Deterrence”) რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ცალმხრივად "აგრესიის" პირობებში, მაშინაც კი, თუ მისი ოპონენტები გამოიყენებენ მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღს. დოკუმენტის მე-19 პუნქტში მოცემული განმარტების თანახმად, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როდესაც საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს არსებობას.

როგორც ანალიტიკოსები და მკვლევრები მიუთითებენ, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მედვედევი დასავლეთის მიერ უკრაინისათვის შეიარაღებით მომარაგების შეკავებას ცდილობს, ის აცხადებს, რომ იარაღით უკრაინის მომარაგება ხელს უშლის მოლაპარაკებებს, და რომ მტერს არ სურს, გაიგოს, რომ მათი მიზნები აშკარად იწვევს სრულ ფიასკოს. ყველა აგებს. ადგილი აქვს კოლაფსს. აპოკალიფსს (ანუ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ დამდგარ რეალობას: „მიმდინარე ცხოვრება მიეცემა დავიწყებას საუკუნეების განმავლობაში, სანამ ნანგრევები არ შეწყვეტს გამოსხივებას. "

დაძაბულობას ზრდის ასევე ის ფაქტიც, რომ გასულ თვეში რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა 2011 წლიდან რატიფიცირებულ ახალ START ხელშეკრულებაში. ეს ხელშეკრულება, რომელიც ერთადერთი დარჩენილი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ, ზღუდავს თითოეული მხარის კონტინენტთაშორისი ბირთვული იარაღის არსებობას.

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ უარყო მედვედევის კომენტარები და უწოდა მას "გაზვიადებული რიტორიკა".

მრავალი ანალიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი თუ მკვლევარი გამოეხმაურა რუსეთის განახლებულ მუქარებს. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მზარდ რისკებს მიმდინარე ომის პირობებში, როდესაც შესაძლებელი ხდება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ შემზარავი გადაწყვეტილების მიღება არასწორი გათვლის, თუ ცრუ განგაშის საფუძველზე. თითოეული ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას აქვს პასუხისმგებლობა, შეამციროს ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი და სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშაოს ბირთვული რისკების და საფრთხეების აღმოსაფხვრელად და ბირთვული ძალების გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაძაბულობის დროს. გასული 12 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო თავისი გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო ომი უკრაინაში, ომმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინელ ხალხს და გამოიწვია რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების დესტაბილიზაცია. კონფლიქტის გაგრძელება მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ესკალაციისა და კატასტროფის რისკს.

ცრუ განგაშისა და თუ გაუთვლელი შემთხვევიდან მომდინარე საფრთხის რეალური მაგალითი იყო 2023 წლის 14 მარტს ყირიმის მახლობლად შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი აშშ-სა და რუსეთის სამხედრო დანიშნულების ნაწილებს შორის. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს აშშ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ჯ. ოსტინ III-მ, რუსეთი დაადანაშაულა „საშიშ, დაუფიქრებელ და არაპროფესიონალურ საქციელში“, რადგან რუსეთის ერთ-ერთმა სუ-27 გამანადგურებელმა შავ ზღვაში ამერიკული სადაზვერვო დრონი-თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის თვითმფრინავი ავიწროებდა აშშ MQ-9 Reaper სადაზვერვო თვითმფრინავს, შეეჯახა მას და ჩამოაგდო, რაც, მინისტრის აზრით, იყო „აგრესიული, სარისკო და სახიფათო ქმედება“.

დასავლეთის და რუსეთის საჰაერო ძალები ერთმანეთის სიახლოვეს დაფრინავენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - ევროპაში, ალიასკას მახლობლად, აღმოსავლეთ სირიაში. ყველა მხარე რეგულარულად ცდილობს, შეზღუდოს სადაზვერვო მიზნით შესრულებული ფრენები მათი ქვეყნის საჰაერო სივრცის მახლობლად. ეს საჰაერო შეტაკებები ტარდება უსაფრთხო მანძილზე საჰაერო ხომალდებს შორის სათანადო კომუნიკაციით. მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში წუხდნენ, რომ რაიმე სახის ინციდენტმა ან არასწორმა კომუნიკაციამ შავ ზღვაზე შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი პრობლემა, რადგან ომი ახლომდებარე უკრაინაში გრძელდება.

რუსეთი უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს და ავარიას აბრალებს ამერიკელი თვითმფრინავების ოპერატორებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, განაცხადა, რომ ინციდენტი გამოწვეული იყო აშშ-ს მიერ გამოცხადებული ფრენის შეზღუდვის ზონის შეუსრულებლობით.

თუმცა, დასავლეთის მედია ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას, როგორც ჩანს, სურს გაავრცელოს ყალბი ნარატივი კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესახებ, ძირითადად იმის შესახებ, რომ აშშ-ს აქვს სამხედრო ძალები უკრაინაში და მის გარშემო, რაც მოსკოვის საპასუხო ანგარიშსწორებას იმსახურებს. ამის დადასტურება იყო ისიც, რომ აშშ თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის პრეს-კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა დატვიტა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადება. ტვიტის თანახმად, პატრუშევმა განაცხადა: „[ამერიკული] სადაზვერვო თვითმფრინავის MQ-9-ის ვითარებამ დაადასტურა, რომ აშშ უშუალოდ ჩართულია უკრაინის კონფლიქტში“.

ბირთვული უსაფრთხოება უკრაინაში

2 მარტს 2023 უკრაინის ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტების დიდი ხნით დაგვიანებული როტაცია განხორციელდა.

IAEA-ს თანამშრომლების ახალმა გუნდმა ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურთან მისასვლელად (NPP) ფრონტის ხაზი გადაკვეთა. ამან საშუალებას მისცა სამ ექსპერტს, რომლებიც იანვრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ ამ ობიექტზე, ბოლოს და ბოლოს დაბრუნებულიყვნენ IAEA-ს შტაბ-ბინაში ერთი თვის დაგვიანებით.

გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ, განაცხადა, რომ დღევანდელ წარმატებულ როტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზაპორიჟიაში IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისიის (ISAMZ) მომავლისთვის, რომელიც ახორციელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ბირთვული უსაფრთხოების დაცვას უკვე ექვსი თვეა. გუნდი, რომელიც 2023 წლის 2 მარტს ჩავიდა ბირთულ ელექტროსადგურზე, რიგით მეექვსეა მას შემდეგ, რაც IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა შექმნა ეს მისია გასული წლის 1 სექტემბერს.

ISAMZ-ის მუდმივი ყოფნა ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე აუცილებელია ბირთვული ავარიის რისკის შესამცირებლად დამანგრეველი ომის დროს. IAEA-ს ექსპერტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ქარხნის მოქმედ პერსონალთან - აწვდიან ტექნიკურ რჩევებს და აკონტროლებენ სიტუაციას უკიდურესად რთულ ვითარებაში.

მარტის დასაწყისში IAEA-ს გუნდების როტაცია ასევე მიმდინარეობდა უკრაინის ყველა სხვა ბირთვულ ელექტროსადგურზე, კერძოდ რივნეს, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ბირთვულ ელექტროსადგურებზე

2023 წლის 2 მარტის განცხადებაში გენერალურმა დირექტორმა გროსიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევაში რუსეთთან და განაცხადა, რომ იგი აგრძელებს კონსულტაციებს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.

უნდა აღინიშნოს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აქტივობებს ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ შეუმსუბუქებია რუსეთის აგრესიისგან მომდინარე საფრთხეები ობიექტის მიმართ. 2023 წლის 9 მარტს სადგურმა 11 საათის განმავლობაში დაკარგა გარე ენერგიის მიწოდების წყაროსთან კავშირი, რის გამოც მისი თანამშრომლები იძულებული გახდნენ რეაქტორის გაგრილების სისტემა გადაეყვანათ დიზელის გენერატორებზე.

ZNPP-მა დაკარგა წვდომა ელექტროენერგიის მიწოდების გარე წყაროსთან ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე, გაითიშა მისი ბოლო მომუშავე 750 კვ გადამცემი ხაზი. ეს იყო მეექვსე შემთხვევა, როდესაც ობიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყარო გახდა დიზელის გენერატორი. დაახლოებით საღამოს 4 საათზე, 750 კვ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დაუკავშირდა გარე მიწოდების ქსელს და საგანგებო დიზელის გენერატორების გამორთვა შესაძლებელი გახდა. ამგვარად, ვითარება ზაპორიჟიაში მყიფე და საშიშია, და, რაც მთავარია, მსგავსი სიტუაციები დიდი ალბათობით განმეორდება ისევ, თუ საჭირო ნაბიჯები არ გადაიდგა ამის თავიდან ასაცილებლად.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ გასულ თვეში, 2023 წლის 10 თებერვალს, უკრაინამ განუცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), რომ არ დაუშვებს ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის ექვსი რეაქტორიდან ელექტროენერგიის გამომუშავებას, სანამ რუსეთი არ დაუბრუნებს ოკუპირებულ ინსტალაციას უკრაინას. უკრაინის განცხადება ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს და გამკაცრდეს კონტროლი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადგან ომი გრძელდება. უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის (SNRIU) განცხადების თანახმად, უკრაინა ZNPP-ს მისცემს უფლებას, განაახლოს ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს და დასრულდება საფუძვლიანი ინსპექტირების პროგრამა და ნებისმიერი ზომების განხორციელება, რომელიც ჩათვლილია საჭიროდ ქარხნის უსაფრთხო სამუშაო პირობებში აღსადგენად.

რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიას ობიექტი დაიკავეს გასული წლის 5 მარტიდან; რუსეთმა განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელზეც ქარხანა დგას, ანექსირებულია რუსეთის მიერ; რუსეთის სახელმწიფომ შექმნა კომპანია როსატომის მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ეროვნულ ბირთვულ ენერგეტიკულ კორპორაციას. რუსეთის ჩარევამ და უკრაინის პერსონალის დაშინებამ დაასუსტა ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის სისტემა. ყველა ანგარიშით, რუს ოკუპანტებსა და უკრაინელ პერსონალს შორის ძალზე დაძაბული ურთიერთობაა.

გასული სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც ექვსივე რეაქტორმა შეაჩერა მუშაობა ცივი დახურვის რეჟიმით, რუსეთის მხარემ დაიწყო მზადება Z-5 and Z-6 რეაქტორების მუშაობის განახლებისთვის. უკრაინის გადაწყვეტილება, არ დაუშვას ზაპორიჟიას არც ერთი რეაქტორიდან ელექტროენერგიის გამომუშავება, ფაქტობრივად, ხელს უშლის რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, დააკავშიროს სადგური რუსულ ელექტრო ქსელთან, გამოიმუშაოს ელექტროენერგია და გადასცეს ელექტროენერგია რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

ექსპერტების აზრით, თეორიულად, რუსეთმა, რომელსაც მხარს უჭერს რუსული ტექნიკური პერსონალის მზარდი რაოდენობა სადგურზე, შესაძლოა გადაწყვიტოს რეაქტორების ამუშავება და ელექტროენერგიის გამომუშავება უკრაინის ზედამხედველობის წინააღმდეგ. თუ ასე მოხდება, ეს ნაბიჯი გაამწვავებს კონფლიქტს სადგურის კონტროლთან დაკავშირებით, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ პროცედურა წარმატებული იქნება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, IAEA-მ სამჯერ მიაწოდა აღჭურვილობა უკრაინაში მოქმედ ბირთვულ ელექტროსადგურებს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის გასაუმჯობესებლად. მათ შორის იყო პირადი დამცავი კოსტუმები, რესპირატორული ნიღბები, კალიუმის იოდის აბები, დოზიმეტრები და IT ტექნოლოგიები კანადიდან და შვეიცარიიდან, დახმარება მიიღო:

  • ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა,
  • სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ,
  • სამხრეთ უკრაინის ბირთვულმა ელექტროსადგურმა და
  • მაიონიზებელი გამოსხივების წყაროებისა და გამოსხივების ინდივიდუალური დოზების სახელმწიფო რეესტრმა.

გამოყენებული წყაროები:

Pentagon chief says he spoke to his Russian counterpart about the drone incident. New York Times, 16 March 2023. Available at: https://www.nytimes.com/live/2023/03/16/world/russia-ukraine-news?smid=nytcore-ios-share&referringSource=articleShare&fbclid=IwAR3YvH0qcieN4fKp9RWvi_2oB8vMg6cgjDhL2f4EXgH5ybHY5arVd9BgYnY#pentagon-chief-russia-drone-incident

Statement from Ernest J. Moniz on Russia’s Suspension of the New START Treaty and the One Year Anniversary of the War in Ukraine, 22.02.2023. Available at: https://www.nti.org/news/statement-from-ernest-j-moniz-on-russias-suspension-of-the-new-start-treaty-and-the-one-year-anniversary-of-the-war-in-ukraine/

Russia's Medvedev says arms supplies to Kyiv threaten global nuclear catastrophe, Reuters, 27.02.2023. Available at: https://www.reuters.com/world/europe/russias-medvedev-says-arms-supplies-kyiv-threaten-global-nuclear-catastrophe-2023-02-27/

Putin’s War Against Ukraine: The End of The Beginning, By Eugene Rumer, 17 February, 2023. Available at: https://carnegieendowment.org/2023/02/17/putin-s-war-against-ukraine-end-of-beginning-pub-89071

WORLD NEWS FEB. 27, 2023 / 7:59 AM / UPDATED FEB. 27, 2023 AT 9:16 AM

Russia repeats nuclear threat, demanding West halt arming of Ukraine, by Paul Godfrey , UPI, 27.02.2023. https://www.upi.com/Top_News/World-News/2023/02/27/Repeats-Nuclear-War-Threat-Unless-Arming-Of-Ukraine-Stops/9711677490499/

The Narrow Field of Options for Safely Managing Ukraine’s Zaporizhzhia Nuclear Power Plant, By Mark Hibbs, Bulletin of the Atomic Scientists, 10 March 2023. Available at: https://thebulletin.org/2023/03/the-narrow-field-of-options-for-safely-managing-ukraines-zaporizhzhi.a-nuclear-power-plant/#post-heading

Update 150 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine , 9 March 2023, Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-150-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine

Update 149 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine , 2 March 2023, Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-149-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine

 

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.