© 2022 Institute for the Study of War and AEI's Critical Threats Project made possible by the Dr. Jack London Geospatial Fund at ISW
Accessed on 29 November 2022, Available at: https://storymaps.arcgis.com/stories/36a7f6a6f5a9448496de641cf64bd375
2022 წლის ნოემბრის თვეში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას თავიდან იყო აცილებული ბირთული ესკალაციის შესაძლებლობა, მიუხედავად იმსა, რომ ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა და სამხედრო პოზიციები მნიშნელოვნად შეიცვალა - რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთიდან უკან დაიხიეს, დატოვეს ქალაქ ხერსონი და მისი შემოგარენი, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო, თუმცა, საპასუხოდ, რუსეთის შორი მანძილის სარაკეტო დარტყმებმა გაანადგურა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის, სითბოს და წყლის მიწოდება შეუწყდა კიევს, ლვოვსა და სხვა დიდ ქალაქებს.
ნოემბერის ბოლოს აშშ ოფიციალური პირები კვლავ საუბრობენ იმ შედეგებზე, რაც შიძლება გამოიწვიოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთული იარაღის შესაძლო გამოყენებამ. ეს განცხადებები ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის წუხილს მსოფლიოში არსებული დაძაბულობის გარშემო, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის გლობალური მშვიდობის და ბირთული გაუვრცელებლობის წესრიგის შენარჩუნებას.
უკრაინის ომმა გლობალური ბირთვული წესრიგის წინაშე არსებული გამოწვევები უკიდურესად გაამწვავა. პროცესებმა მეტი ბუნდოვანება შესძინა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბირთვული შეკავების პოლიტიკა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მომავალი, ბირთვული შეიარაღების კონტროლის და განიარაღების პერსპექტივები და ბირთვული ენერგიის საერთაშორისო მართვა. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომს აქვს ღრმა გავლენა გლობალურ ბირთვულ წესრიგზე, რაზეც ნოემბრის თვეში განვითარებული მოვლენებიც მიუთითებს.
19 ნოემბერს 2022 აშშ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, კანადაში გამართულ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუ ომის მიმდინარეობისას უკრაინული ჯარი წარმატებას მიაღწევს რუსეთის ძალების წინააღმდეგ, პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღით მუქარა გააგრძელოს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ქმედება წაახალისებს ავტოკრატულ მთავრობებს მთელს მსოფლიოში, რომ განაგრძონ ბირთვული იარაღის და მისი გადატანის საშუალებების შექმნაზე მუშაობა. მსგავსი მოვლენები ხელს შეუწყობს ბირთვული იარაღის გავრცელების სახიფათო სპირალის განვითარებას მსოფლიოში. აშშ საფრთხეს ხედავს ჩრდილოეთ კორეის და ირანის მიერ ბირთული პროგრამების გაგრძელებაში, რამაც შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც რეგიონული უსაფრთხოების ხედვებიდან გამომდინარე ჩათვლიან, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი.
არსებული კონტექსტის გათავლსიწინებით, რუსეთისა და აშშ ხელისუფლება. როგორც მსოფლიოს ორი უმსხვილესი ბირთვული არსენალის მფლობელი სახელმწიფო, ცდილობს გააგრძელოს მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების შესახებ. ორი ქვეყნის ოფიციალური პირები ეგვიპტის დედაქალაქში 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე უნდა შეხვედროდნენ, რათა განეხილათ ინსპექტირების განახლება ახალი სტარტის New START ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც შეჩერებული იყო 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო. თუმცა, როგორც 28 ნოემბერს გახდა ცნობილი, რუსულმა მხარემ შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთმა ცალმხრივად გადადო შეხვედრა და განაცხადა, რომ შესთავაზებდა ახალ თარიღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ვაშინგტონი მზადაა შეხვედრა გადაიგეგმოს რაც შეიძლება ადრე, რადგან ინსპექტირების განახლება პრიორიტეტია ხელშეკრულების, როგორც სტაბილურობის ინსტრუმენტის შესანარჩუნებლად. (ახალი სტარტის New START ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წელს, ზღუდავს სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობას,სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტების და ბომბდამშენების განლაგებასა და მათ მიწოდებას).
ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას აშშ საახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა აშშ ეროვნულ ინტერესებშია და არ არსებობს სხვა გზა, გარდა უკრაინის ბრძოლაში დახმარებისა, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. მართლაც, დღისათვის, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის,
ნატოს უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები დასავლეთის მედიასთან საუბარში აღიარებენ, რომ რუსეთის მხარე მათთან კომუნიკაციაში ითხოვს, რომ ნატომ შეწყვიტოს უკრაინისათვის იარაღის მიწოდება: „რუსეთს არ სურს საუბარი მანამ, სანამ ნატო უარს არ იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას ნატოს წევრი სახელმწიფოები უწევენ, კრემლი ამას აღიქვამს, როგორც ალიანსის მხარდაჭერას და მისთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“ - აცხადებს ადმირალი რობ ბაუერი, ნატოს ოფიციალური უმარლესი სამხედრო თანამდებობის პირი.
ამ საკითხში, ასევე, მნიშვნელოვანია ჩინეთის, როგორც ბირთვული სახელმიწფოს, პოზიცია.
15-16 ნოემბერს 2022 კუნძულ ბალიზე გამართულ G20 სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტმა, ში ძინპინმა, საჯაროდ გაუსვა ხაზი მშვიდობიანი გადაწყვეტილების პოვნის მნიშვნელობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის გაზიარებული ნატოს მიერ. ნატოს ოფიციალური განცხადებების თანახმად უკრაინელები გადაწყვეტენ, როდის მივიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მაგრამ, ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე თვეში ნატოს წევრი ქვეყნის ბევრმა მაღალჩინოსანმა - მაგალითად, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა მარკ მილიმ და საფრანგეთის ემანუელ მაკრონმა - დამოუკიდებლად განაცხადეს, რომ კიევი უნდა მოემზადოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
დასავლეთის ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის პოზიცია ბოლომდე გაურკვეველია - პეკინი ერთის მხრივ აშშ-ს, ნატოს და მის წვერებს, და მეორეს მხრივ, რუსეთს, იმას ეუბნება, რისი მოსმენაც სურთ. ერთის მხრივ ჩინეთი აცხადებს, რომ მზად არის გააღრმავოს კონტაქტები რუსულ მხარესთან ყველა დონეზე, და მეორეს მხრივ, 2022 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მსხდომებზე ჩინეთი აცხადებდა, რომ ჩინეთი „გახსნილია ნატოსთან დიალოგისათვის და მზად არის ერთობვლივად შეუწყოს ხელი ორმხრივი ურთიერთობების მტკიცე და სტაბილურ განვითარებას“.
არაერთი დამკვირვებელი იზიარებს აზრს, რომ რეალურად ჩინეთი მუდმივად ზრუნავს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე და რომ ჩინეთის მხარდაჭერის ილუზია იყო ერთ-ერთი იმ მრავალ შეცდომათაგანი, რამაც ვლადიმერ პუტინი ომისკენ მიიყვანა. ომის დასაწყისში ჩინეთის პოზიცია ტაივანთან მიმართებაში ემთხვეოდა რუსეთსი ნარატივს - დაკარგული რუსული პროვინციების დაბრუნებისა და ისტორიულ საზღვრებში რუსეთის გაერთიანების შესახებ, ის თავს იკავებდა პოზიცია გამოეხატა ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ პერიოდულად გამოთქმულ ბირთულ მუქარებთან დაკავშირებითაც. თუმცა 15-16 ნოემბერს G20-ის სამიტზე ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ში ძინპინმა თქვა, რომ მსოფლიომ უნდა თავიდან აიცილოს ბირთვული კრიზისი ევრაზიის კონტინენტზე და ღიად დააფიქსირა მისი პოზიცია - ომის შესაძლო ესკალაციის საწინააღმდეგოდ.
ამასთან ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ არ არის ყოველმხრივი, ის დიპლომატიურ და საინფორმაციო მხარდაჭერის სანაცვლოდ უარს ამბობს მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობაზე, ჩინური ბანკები გადიან რუსეთიან და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა შეაჩერეს რუსული ინვესტიციები, UnionPay-მა – Visa-სა და Mastercard-ის ჩინურმა ეკვივალენტმა – ასევე შეწყვიტა თანამშრომლობა რუსულ ბანკებთან სანქციების მოტივით.
რამოდენიმე დასავლური წყარო აღიარებს, რომ ჩინეთს შეშფოთების და პოზიციების გაზიარების გამო შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა ფუნდამენტურად ფრთხილი დამოკიდებულება უკრაინისთვის სტრატეგიული იარაღის მიწოდების შესახებ მთელი ომის განმავლობაში, ჩინეთის პოზიციის გამო ნატომ შეაჩერა თავდასხმელი თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ნატო-ს სტანდარტების ტანკების, შორი დისტანციის სარაკეტო და საკრუიზო სარაკეტო სისტემების მიწოდება უკრაინიის არმიისათვის.
ბირთული უსაფრთხოების პრობლემები უკრაინაში
25 ნოემბერს 2022, AEA გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის, მიერ გამოცემულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უკრაინის ოთხ მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურის ყველა ობიექტზე განახლდა წვდომა ეროვნულ ელექტრომომარაგების ქსელთან, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ელექტროენერგიის მომარაგება სრულად იყო შეწყვეტილი. ეს ინფორმაცია დასტურდება IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, რომელიც იმყოფება უკრაინის ზაპორიჟიიას ბირთვულ ელექტროსადგურში (ZNPP). ZNPP, ევროპის უმსხვილესი ბირთვულ ელექტროსადგურში, მიმდინარეობს მისი შეჩერების პროცესი, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება ელექტროენერგია უსაფრთხოებისა და დაცულობის ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად.
25 ნოემბრისათვის, უკრაინამ დაუდასტურა IAEA-ს, რომ სამი სხვა ბირთვული ელექტროსადგური - რივნე, სამხრეთ უკრაინა და ხმელნიცკი - ხელახლა დაუკავშირდა ქსელს და ყველა მათგანი აგრძელებს მუშაობას ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქვეყნის საჭიროებისთვის. მომავალი კვირიდან უკვე მოსალოდნელია, რომ შესრულდება IAEA-ს მისია სამხრეთ უკრაინის ბირთული ელექტროსადგურში.
IAEA გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ, ასევე, განაცხადა, რომ ელექტროენერგია აღდგენილია ჩერნობილის ობიექტზეც, სადაც ერთკვირიანი ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ექსპერტის IAEA მისია უკვე დასრულებულია. მისიამ სამუშაოები ჩაატარა, ასევე, 1986 წლის ავარიის შემდეგ ობიექტის ირგვლივ შექმნილი საგანგებო ზონის ტერიტორიაზეც. მისია ხელს უწყობს ჩერნობილის ბირთვული უსაფრთხოების სისტემების განახლებასა და გაუმჯობესებას. მისიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაობის საფუძველზე, IAEA-ს ექსპერტებმა უკეთ გაიგეს ქარხნის უსაფრთხოებისა და დაცულობის საჭიროებები და მისცეს რჩევები და მითითებები ობიექტზე მომუშავე პერსონალს და მართვის ჯგუფს რადიაციული მონიტორინგის საჭიროებების შესახებ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 4 მარტს რუსეთის მიერ დაკავებული ზაპორიჟიის ბირთული ელექტროსადგურის უსაფრთხოების მდგომარეობა იპყრობს. 21 ნოემბერს 2022 რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს, Rosatom-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში უმსხვილეს ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე კვლავაც ნარჩუნდება, რასაც ადასტურებს 19-20 ნოემბერს ობიექიტს ტერიტორიის მახლობლად დაბომბვის განახლება. როსატომი აკონტროლებს ზაპორიჟიის ბირთვულ ობიექტს შვილობილი კომპანიის მეშვეობით და კიევი აცხადებს, რომ აქტივების მსგავსი გადაცემა ქურდობას უტოლდება.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟიიას ბირთვული სადგურის ტერიტორიაზე განათავსეს სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, ხშირად ბომბავენ მიმდებარე ტერიტორიას, ანადგურებენ ელექტროგადამცემ ხაზებს, რის შედეგადაც ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგება წყდება და ამას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებენ. გარდა ამისა, დასავლეთის მედია უკრაინის ენერგოატომის მონაცემებზე დაყდნობით აცხადებს, რომ მარტიდან მოყოლებული რუსებმა 200-ზე მეტი თანამშრომელი დააკავა, და ათობით ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რუსი სამხედროების იტაცებენ და აწამებენ ბირთვული ობიექტის თანამშრომლებს, აიძულებენ შეასრულონ მათი დავალებები, რის გამოც ზაპორიჟიის ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოების მდგომარეობა საგანგაშოა. გარდა ამისა, Energoatom-ის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ქარხნის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა დაიწყეს.
არსებული სიტუაციის ფონზე, 28 ნოემბერს 2022, რუსულ მედიაში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომ რუსები, შესაძლოა, უახლოეს ხანში ზაპორიჟიიას ბირთვული ელექტროსადგურის დატოვებას აპირებენ. ამ შემთხვევაში, როგორც უკრაინის "Energoatom"-ის პრეზიდენტი აცხადებს, ზაპორიჟიიას ბირთვული ელექტროსადგური გადაეცემა IAEA-ს კონტროლს. თუმცა უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ბირთული ობიექტის დატოვების ნიშნები არ შეინიშნება, და რომ ჯერჯერობით რუსებმა ZNPP-ის თანამშრომლებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა აუკრძალეს.
„Energoatom"-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აქტიურ ძალისხმევას მიმართავს ZNPP-ის გარშემო უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად.
გამოყენებული წყაროები:
'Why Ukraine Matters' Remarks by Secretary of Defense Lloyd J. Austin III at the Halifax International Security Forum (As Delivered), November 19, 2022, Halifax, Canada. Available at the site of the US Department of State: https://www.defense.gov/News/Speeches/Speech/Article/3224089/why-ukraine-matters-remarks-by-secretary-of-defense-lloyd-j-austin-iii-at-the-h/#.Y3oveNRofQI.twitter
Russia postpones Cairo talks with U.S. under New START nuclear treaty, Reuters, 28 November 2022, Available at: https://www.reuters.com/world/russia-unilaterally-postpones-nuclear-arms-meeting-with-us-kommersant-2022-11-28/
Russia postpones nuclear arms control talks with US, State Department says, by Kylie Atwood and Jennifer Hansler, CNN, November 28, 2022, Available at: https://edition.cnn.com/2022/11/28/politics/us-russia-arms-control-talks/index.html
Owen Matthews, The red line: Biden and Xi’s secret Ukraine talks revealed, The Spectator, from magazine issue: 26 November 2022, Available at: https://www.spectator.co.uk/article/the-red-line-biden-and-xis-secret-ukraine-talks-revealed/
IAEA Update 133 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-133-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Energoatom: There are signs of possible Russians’ withdrawal from Azporizhzhia NPP, Ukrinform, Ukrainian Media Platform for broadcasting. 29 November 2022, Available at: https://www.ukrinform.net/rubric-ato/3623040-energoatom-there-are-signs-of-possible-russians-withdrawal-from-zaporizhzhia-npp.html
‘The Hole’: Gruesome Accounts of Russian Occupation Emerge From Ukrainian Nuclear Plant, By Joe Parkinson and Drew Hinshaw, The Wall Street Journal, 18 November 2022. Available at: https://www.wsj.com/articles/russian-occupation-of-nuclear-plant-turns-brutal-with-accusations-of-torture-and-beatings-11668786893?fbclid=IwAR3lHgu4FoznGpNYOaC7ITEOFE5f4Gf9G2maZaOx7MLg4euLkisWx6SJGbg