Ukraine war22

The Iskander - seen here in an archive photo - has a range of up to 500km (310 miles)

2023 წლის 25 მარტს სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ისაუბრა რუსეთის ფარგლებს გარეთ ტაქტიკური ბირთვული რაკეტების შესაძლო განთავსების შესახებ. ”აშშ აკეთებს ამას ათწლეულების განმავლობაში,” - განაცხადა პუტინმა. მას მხედველობაში ჰქონდა ნატოს ბირთვული იარაღის გაზიარების შეთანხმება, რომლის თანახმადაც ექვს ევროპულ ნატოს წევრ ქვეყანაში განთავსებული აშშ სამხედრო ბაზა მასპინძლობს აშშ-ს 100-მდე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

2023 წლის 23 მაისს ბელარუსის მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ რუსეთმა დაიწყო ტაქტიკური ბირთვული ქობინების გადატანა ბელორუსში შესანახად და დასძინა, რომ შესაძლებელია იარაღი უკვე მის ქვეყანაში ყოფილიყო. კითხვაზე, ჩამოვიდა თუ არა იარაღი უკვე, მან პასუხად განაცხადა: „შეიძლება. ჩავალ და ვნახავ“.

ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსმა და ბელორუსმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს პაქტს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას და დასაწყობებას ბელარუსში. ამასთან, რუსეთი აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კონტროლს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, რომელიც შესაძლოა, ისკანდერ-მ-ის რაკეტებით ან სუ-25 თვითმფრინავებიდან იყოს გაშვებული, რომლებიც ბელარუსს აქვს არსენალში. ამგვარად, 2023 წლის მაისიდან ბელარუსი, რომელიც ესაზღვრება ნატოს სამ ქვეყანას, გახდა რუსეთის სამხედრო ბაზების მასპინძელი ქვეყანა, სადაც განთავსებულია ბირთვული რაკეტები და რომლებიც შეიძლება მიწვდნენ ევროპის რამდენიმე დედაქალაქს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს, განცხადებით, ბელარუს კოლეგასთან გაფორმებული შეთანხმებები გულისხმობს „ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის შექმნას“, რისთვისაც ბელარუსმა სამხედროებმა რუსეთის სასწავლო ცენტრებში გაიარეს საჭირო მომზადება, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებას და სამხედროებს არ ექნებათ რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება.

ამის მიზეზია ის, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმის ძირითადი ქვაკუთხედი - ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ (NPT) - ამბობს, რომ ბირთვული სახელმწიფო არასოდეს გადასცემს ბირთვულ იარაღს ან ტექნოლოგიებს არაბირთვულ ძალას. ხელშეკრულების ტექსტი არ კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას ბირთვული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. რუსეთის იარაღის ბელარუსში განთავსების შემთხვევაშიც - რუსეთი იტოვებ სრულ უფლებას და პასუხისმგებლობას ამ იარაღის ფლობასა და მის შესაძლო გამოყენებაზე, იარაღზე წვდომის და განკარგვის უფლება რუსეთის გარეშე ბელარუსს არ გააჩნია. ეს დაადასტურა 2023 წლის 9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს სრულ კონტროლს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე.

თუმცა, ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ცივი ომის დასრულების შემდეგ - მას შემდეგ, რაც რუსეთი გახდა სსრკ ბირთვული მემკვიდრეობის ერთადერთი სამართალმემკვიდრე - როდესაც რუსეთმა განათავსა ბირთვული შეიარაღება მის საზღვრებს გარეთ. ასევე, ეს იქნება ბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის საზღვარგარეთ განთავსების პირველი შემთხვევა NPT-ის მიღების შემდეგ. ამან შეიძლება დათესოს ეჭვი არაბირთვულ ქვეყნებში ბირთვული ქვეყნების გარანტიების სანდოობასთან დაკავშირებით.

ბირთვული იარაღის განთავსება სხვა ქვეყნებში ზრდის მათი გამოყენების რისკს - ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, ზრდის არასწორი გაანგარიშების, არასწორი კომუნიკაციის და პოტენციური კატასტროფული ავარიების რისკს. რადგან ბირთვული დაძაბულობა მაღალია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ეს რისკი მნიშვნელოვნად და საშიშად იზრდება.

მაისის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რუსეთის განზრახვა და განაცხადა, რომ არ არის იმის საფუძველი, რომ აშშ-მ შეცვალოს სტრატეგიული ბირთვული პოლიტიკა, რადგანაც არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

თუმცა, შეერთებული შტატების მკვლევრების და ანალიტიკოსების მიერ არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ მსოფლიოს ყველაზე მძიმე ბირთვული საფრთხე ემუქრება 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. მაგალითად, რიჩარდ ვეიცი, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ანალიტიკოსი ვაშინგტონიდან, აცხადებს, რომ

1) რუსეთს უკვე აქვს განლაგებული ბირთვული ტაქტიკური იარაღი ბელარუსის მახლობლად მიწაზე თუ ჰაერში და ამ ნაბიჯით კიდევ ამატებს უკვე არსებულ არსენალს.

2) რუსეთის მთავრობის უმაღლესი პირები გააჟღერებენ გაფრთხილებებს ბირთვული ომის რისკის შესახებ, თუ ნატო გადასცემს პატრიოტებს და F-16-ებს უკრაინას.

3) რუსეთი უბრალოდ შეახსენებს დასავლეთს, რომ რუსეთი არის დიდი ბირთვული ძალა და რომ დასავლეთი ჯობია ფრთხილად იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ატომური ომი დაიწყოს.

4) რუსეთი აძლიერებს კავშირებს ან კონტროლს ბელარუსზე იარაღის იქ განთავსებით, და ეს უფრო დაშინების კამპანიის ნაწილია.

თავად ბელარუსში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ბირთვული იარაღის განთავსება არის ბელარუსის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ამ ქმედების შედეგად იზრდება საფრთხე რიგითი ბელარუსებისთვის, რადგანაც ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის არსებობა მას სხვა ბირთვული შეიარაღებული სახელმწიფოების სამიზნედ აქცევს. ეს ბელარუსებს რუსეთის გადაწყვეტილებების მძევლად აქცევს - სახელმწიფოს, რომელიც მტკიცედ დაადგა კონფრონტაციულ გზას როგორც აშშ-სთან, ასევე ნატოსთან და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები.

იმავდროულად, ყველა არსებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ ბელარუსის საზოგადოება ეწინააღმდეგება რუსული ბირთვული იარაღის მასპინძლობას. პუტინის განცხადებამდე ბელორუსში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 74 პროცენტი ეწინააღმდეგება ბირთვულ იარაღს ქვეყნის ტერიტორიაზე.

არსებული გარემოებების მიუხედავად, 14 ივნისს 2023 როიტერსით გავრცელებულ ინფორმაციაში ბელარუსის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი ჩამოვიდა, რომელთაგან ზოგიერთი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ატომური ბომბი.

გამოყენებული წყაროები:

Russia must cancel dangerous plan to station nuclear weapons in Belarus, by Svitlana Tsikhanouskaya and Daniel Hogsta, 20.05.2023. Available at: https://www.politico.eu/article/russia-vladimir-putin-must-cancel-dangerous-plan-to-station-nuclear-weapons-in-belarus-ukraine-war/

Belarus starts taking delivery of Russian nuclear weapons, By Lidia Kelly and Andrew Osborn, 14.06.2023. Available at: https://www.reuters.com/world/europe/belarus-has-started-taking-delivery-russian-tactical-nuclear-weapons-president-2023-06-14/

Russia moving nuclear warheads to Belarus, says dictator Lukashenko. Countries signed pact that provides for Moscow to deploy weapons in Belarus. 25.05.2023. Available at: https://www.theguardian.com/world/2023/may/25/wagner-group-boss-forces-leaving-bakhmut-yevgeny-prigozhin

Russia signs deal to deploy tactical nuclear weapons in Belarus. Aljazeera. 25.05.2023. Available at: https://www.aljazeera.com/news/2023/5/25/russia-signs-deal-to-deploy-tactical-nuclear-weapons-in-belarus

Russia moves ahead with deployment of tactical nukes in Belarus, Reuters, 26.05.2023. https://www.reuters.com/business/aerospace-defense/russia-belarus-sign-document-tactical-nuclear-weapon-deployment-belarus-2023-05-25/

Dmitry,Adamsky. 2023. "Russia’s New Nuclear Normal." Foreign Affairs, May 19. https://www.foreignaffairs.com/russian-federation/russias-new-nuclear-normal. (June 1, 2023). (APSA)

Dmitry Adamsky, "Russia’s New Nuclear Normal." Foreign Affairs, May 19, 2023. https://www.foreignaffairs.com/russian-federation/russias-new-nuclear-normal. (Chicago)

 

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.